დიეგო მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა
დიეგო მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ დატოვა ლა-პლატას „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამის შესახებ რადიოსადგურ La Red-ის ეთერში განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა გაბრიელ პელეგრინომ. „მარადონა აღარ არის გუნდის მთავარი მწვრთნელი“, – განაცხადა მან.

„ხიმნასიას“ 22-ე ადგილი უკავია არგენტინის ჩემპიონატში – 13 მატჩის შემდეგ, მას 10 ქულა აქვს. მარადონამ ეს გუნდი ორთვენახევრის წინ ჩაიბარა, როცა ის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და აქტივში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა.

მარადონას გუნდიდან წასვლის მიზეზების შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.