დიეგო მარადონამ დაასახელა ექვსი ფეხბურთელი, რომლებმაც ფეხბურთი შეაყვარეს

09:57, 19.04.2020

ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა წყალობითაც  სპორტის ეს სახეობა შეიყვარა.

მარადონამ ინსტაგრამის ეთერში გამოაცხადა, რომ ასეთი ფეხბურთელები იყვნენ:

რიკარდო ბოჩინი – ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე „ინდეპენდიენტეს“ ისტორიაში;

ნორბერტო ალონსო – მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინის შვიდგზის ჩემპიონი „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში;

დანიელ პასარელა – მეორე ყველაზე შედეგიანი მცველი ფეხბურთის ისტორიაში;

ანხელ კლემენტე როხასი – „ბოკა ხუნიორსის“ ერთ-ერთი ლეგენდა;

ოსკარ პიანეტი – „ბოკა ხუნიორსის“ კიდევ ერთი ლეგენდა;

რობერტო რიველინო – მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებში.

დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრებში და 34 გოლი გაიტანა.

მსგავსი