დიეგო მარადონამ ბოლო ექვს წელიწადში ახლობელ ადამიანებზე 5 მილიონი დოლარი დახარჯა #1TVSPORT
დიეგო მარადონამ ბოლო ექვს წელიწადში ახლობელ ადამიანებზე 5 მილიონი დოლარი დახარჯა #1TVSPORT

ცნობილი გახდა რა თანხა დახარჯა სიცოცხლის ბოლო წლებში ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ თავის ნათესავებსა და მეგობრებზე.

როგორც იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ მარადონას ადვოკატზე დაყრდნობით წერს, 2014-20 წლებში არგენტინელის ფინანსურმა დახმარებამ თავის ახლობლებზე დაახლოებით 4.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველაზე დიდი თანხა შეხვდა მარადონას ყოფილ საცოლეს როსიო ოლივას (1.41 მილიონი). შემდეგ მოდიან ფეხბურთელის უმცროსი ვაჟის დედა ვერონიკა ოხედა (910 ათასი), ყოფილი ცოლი კლაუდია ვილიაფანიე (900 ათასი), ქალიშვილები დალმა (554 ათასი) და ჯანინა (500 ათასი), აგრეთვე უფროსი ვაჟი დიეგო (77 ათასი).

როგორც წყარო წერს, თანხები იხარჯებოდა ავტომობილების დაზღვევაზე, მობილურ ტელეფონებზე, მედიკამენტებზე, ავიამგზავრობებზე, ვიზებზე და ა. შ.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.