დიეგო მარადონა ვენესუელასთან მატჩზე – არ ვუყურებ საშინელებათა ფილმებს

20:19, 24.03.2019

მექსიკური დორადოსის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ გააკრიტიკა არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ვენსუელასთან ამხანაგურ მატჩში ეროვნული ნაკრების წაგების (1:3) გამო.

„მე არ ვუყურებ საშინელებათა ფილმებს“, – მოჰყავს მარადონას სიტყვები გამოცემა მუნდო დეპორტივოს (El Mundo Deportivo). – „უუნარო ადამიანები, რომლებიც ჯერ ისევ სათავეში უდგანან ნაკრებს, ფიქრობდნენ, რომ ვენესუელას მოუგებდნენ? ვენესუელა – ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი. არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელები მუდმივად ატყუებენ ხალხს. ასე ნაკრები ვერ შეძლებს თამაშების მოგებას, ბოდიში”.

მსგავსი