დიეგო მარადონა-უმცროსი - დიეგო მოკლეს, მისთვის კარგად რომ ემკურნალათ, ის ახლა აქ იჯდებოდა #1TVSPORT
დიეგო მარადონა-უმცროსი - დიეგო მოკლეს, მისთვის კარგად რომ ემკურნალათ, ის ახლა აქ იჯდებოდა #1TVSPORT

ლეგენდარული დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო მარადონა-უმცროსმა სატელევიზიო ინტერვიუში ილაპარაკა ბუენოს აირესში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც ცდილობს დაადგინოს ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა. უმცროსი მარადონა დარწმუნებულია თავის პოზიციაში.

გაზეთ La Voz-სთან ინტერვიუში, არგენტინელი ლეგენდის ვაჟი კატეგორიულად ამბობს:

„ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ის მოკლეს. მას ცუდად მკურნალობდნენ, არაფერი ააკეთეს მის გადასარჩენად. მისთვის კარგად რომ ემკურნალათ, ის ახლა აქ იჯდებოდა“.

მთელი ინტერვიუს განმავლობაში უმცროსი მარადონა დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა სამედიცინო გულგრილობას. მან ასევე დაადანაშაულა ისინი, ვინც ყოფილ ფეხბურთელს გარს ეხვივნენ:

„შესაძლოა, მათ ის აღარ სჭირდებოდათ ამდენი წელი მისი ფულის ქურდობის შემდეგ. მათთვის უფრო მომგებიანი იყო, რომ ის მომკვდარიყო“.

დიეგო მარადონა-უმცროსი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს:

„ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ იყო გულგრილობა. და დარწმუნებული ვარ, ამას დავამტკიცებთ. ბევრი მტკიცებულება არსებობს“.