დიეგო მარადონა - საფრანგეთი მოგონილი პენალტით გახდა ჩემპიონი
დიეგო მარადონა - საფრანგეთი მოგონილი პენალტით გახდა ჩემპიონი
ბელარუსში ჩასულმა დიეგო მარადონამ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე თანამედროვე მოთამაშეები და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი განიხილა. ლეგენდარული არგენტინელი ისევ წავიდა ფიფასთან კონფლიქტზე.

“საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი მოგონილი პენალტით გახდა, – განაცხადა მარადონამ. – მე ვლაპარკობ მომენტზე, როცა პერიშიჩს ხელზე მოხვდა ბურთი. ვიდეორეფერის სისტემა სამართლიანი გადაწყვეტილების გარანტია უნდა იყოს.

ფინალის ყურებისას საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ უკვე აღარ ვთამაშობ და სხვა მოთამაშეები არიან მოედანზე. მაგრამ მე გაცილებით ვერთობოდი ბურთით. დღეს ვერ ვხედავ მოთამაშეებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩემი გაკვირვება. არ არიან ისეთები, რომლებსაც დიადი გოლების გატანა შეუძლიათ. დიახ, გვაქვს საშუალება ვუყუროთ ნეიმარს, მესის, რომელსაც არ ჰყავს არგენტინის ნაკრებში დამხმარეები. ამ მხრივ, აზარს უკეთესი სიტუაცია აქვს, რადგან მის გვერდით მერტენსი და ლუკაკუ თამაშობენ. საერთო ჯამში, ბელგია კარგი გუნდია, მაგრამ ვერ ვხედავ მას მსოფლიოს ჩემპიონად”.