დიეგო კოშტა ერთი თვე ვერ ითამაშებს
დიეგო კოშტა ერთი თვე ვერ ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა დიეგო კოშტამ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ (2:1). ამის შესახებ დაწერა მადრიდული კლუბის პრესსამსახურმა.

ესპანელი მოთამაშის აღდგენის ვადა არ ზუსტდება, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, კოშტა დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

30 წლის დიეგო კოშტა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ოთხი გოლით. ოთხივე ბურთი მან მადრიდის „რეალთან“, ანგარიშით 7:3 მოგებულ მატჩში გაიტანა.