დიეგო კოლასი - საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის
დიეგო კოლასი - საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის

​საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

კოლასმა ჟურნალისთებთან კომენტარი გააკეთა მედიაციისთვის ევროკავშირის საგარეო მინისტრების შესაძლო ვიზიტზე.

„არ ვიცი, ზუსტად რა წინადადებაზეა საუბარი და ამიტომ სპეციფიკურად ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში გაერთიანდეს და იპოვოს კომპრომისი.

საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ წინადადებებს შორის ყველამ იპოვოს კომპრომისი, რომელიც მათთვის და ყველასთვის მისაღები და კომფორტული იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია“, – აცხადებს დიეგო კოლასი.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა.

„ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ ორგანიზაციების ანგარიშს. ანგარიშში არის საუბარი შეფასებაზეც და გამოვლენილ ხარვეზებზეც. არსებობს შესაძლებლობა და არის ბევრი იდეა, რათა კომპრომისი მოიძებნოს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.