დიეგო კოლასი - ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ღია არიან, რომ საქართველომ წინ იაროს ევროპულ გზაზე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მზადყოფნის ხარისხი, რაც არ არის მხოლოდ კითხვარი
დიეგო კოლასი - ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ღია არიან, რომ საქართველომ წინ იაროს ევროპულ გზაზე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მზადყოფნის ხარისხი, რაც არ არის მხოლოდ კითხვარი

ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ღია არიან, რომ საქართველომ წინ იაროს ევროპულ გზაზე, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიეგო კოლასის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მზადყოფნის ხარისხი, რაც არ არის მხოლოდ კითხვარი.

„ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას და საბჭოს გადაწყვეტილებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ღია არიან იმ იდეისადმი, რომ საქართველომ წინ იაროს ევროპულ გზაზე. მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მზადყოფნის ხარისხი. მზადყოფნის ხარისხი არ არის მხოლოდ კითხვარი, ეს არის კითხვარის ნაწილი, რომელიც ეხება კანონის უზენაესობის საკითხებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არ არის ფუფუნება, რაღაც, რასაც ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია. ეს არის მზადყოფნის ფუნდამენტური ელემენტი. ინსტიტუტები თუ არ არის დემოკრატიული, კანონის უზენაესობის დამცველი, მაშინ იქნება სირთულე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.