დიეგო ფორლანმა ურუგვაის ნაკრები ჩაიბარა #1TVSPORT
ყოფილი ფორვარდი დიეგო ფორლანი ურუგვაის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, – წერს ესპანური გაზეთი Marca ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციაზე დაყრდნობით.
„ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს, მინიმუმ, 2027 წლის მარტამდე უხელმძღვანელებს და შეუთავსებს ამ სამუშაოს ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას.
ფორლანმა ეროვნულ გუნდში შეცვალა მარსელო ბიელსა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გაიყვანა ურუგვაის ნაკრები.
ფეხბურთელის რანგში ფორლანმა ურუგვაის ნაკრებში 112 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. როგორც მწვრთნელი, 47 წლის სპეციალისტი „პენიაროლში“ და „ატენასში“ მუშაობდა.