დიეგო ფორლანი ურუგვაულ „პენიაროლს“ გაწვრთნის
დიეგო ფორლანი ურუგვაულ „პენიაროლს“ გაწვრთნის

ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიეგო ფორლანი „პენიაროლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.

ამ პოსტზე მან კარლოს სანჩესი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 16 დეკემბერს გაადაყენეს.

გარდა ამისა, 40 წლის ფორლანი კლუბის ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ურუგვაული კლუბის შემადგენლობაში ფორლანი 2015-16 წლებში თამაშობდა, 31 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.