დიდთოვლობას საბერძნეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა
დიდთოვლობას საბერძნეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში დიდთოვლობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური ცივი ჰაერის მასების ახალი ტალღის გავრცელებას 7 იანვრის საღამოდან პროგნოზირებს. ათენსა და სამხრეთ საბერძნეთში თოვლს ელოდებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დაბალი ტემპერატურა, მინუს 19 გრადუსი, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ფლორინაში აღინიშნა. საბერძნეთის გარდა სტიქია თავს დაატყდა ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც. თოვლმა გზებზე შეფერხებები გამოიწვია სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.

უამინდობის გამო ათეულობით ავიარესი გადაიდო.