დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ აკი ბაშო მოიგო
დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ აკი ბაშო მოიგო

ისტორიული, მე-1000 გამარჯვება და 41-ე იმპერატორის თასი.

იოკოძუნა ჰაკუჰომ თავის ბრწყინვალე კარიერას კიდევ ერთი ტიტული შემატა. „თეთრმა ფენიქსმა“ ტურნირის მე-14 დღეს გამარჯვება ოძეკი გოედოსთან უვატენაგეთი მოიპოვა და სუმოს ისტორიაში გახდა პირველი მებრძოლი რომელმაც ელიტარულ დივიზიონში 1000 ბრძოლა მოიგო.