დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

​დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარაა. 31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა გაერთიანება.

დიდი ბრიტანეთი 47 წელი იყო ევროკავშირში.

ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.

დატოვე კომენტარი