დიდიე დროგბა კოტ დ’ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

18:28, 20.08.2019

„ჩელსისა“ და კოტ დ’ივუარის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა აპირებს კენჭი იყაროს კოტ დ’ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტი საკუთარი კანდიდატურის წამოსაყენებლად. მის ერთ-ერთი კონკურენტი იქნება ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ბონავენტურ კალუ, – წერს ფრანგული გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe).

ადგილობრივ ფედერაციაში არჩევნები 2019 წლის დეკემბერში გაიმართება.

მსგავსი