დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ მბაპე მატჩში 11 კილომეტრს არ გაირბენს – მას ბევრი სხვა თვიდებები აქვს #1TVSPORT

07:32, 14.03.2026

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გაუკეთა „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენას.

„მას აქვს ძალიან ეგოისტური მოთამაშისა და ინდივიდუალისტის ხასიათი. რა თქმა უნდა, ის ფორვარდია და სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ მას არ ჰქონდეს გარკვეული დოზით ეგოიზმი… მინდა დაგარწმუნოთ, მას შემდეგ, რაც ის კაპიტანი გახდა, იცის, რომ მის სიტყვას გუნდში წონა აქვს.

თუ თქვენ გსურთ კილიანის გაკრიტიკება იმის გამო, რომ ყოველ მატჩში არ დარბის 11 კილომეტრს… მოდუნდით, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, მას აქვს ბევრი თვისება, რომელიც მნიშვნელობანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დეშამმა.

მსგავსი