საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას კონფლიქტი აქვს ეროვნულ გუნდში ყოფილ პარტნიორთან ზინედინ ზიდანთან.
„ეს ყველაფერი ტყუილია! ჩვენ ერთად ბევრი წელი გავატარეთ. და ჩვენს შორის ძველებურად დიდი პატივისცემა არსებობს. სხვათა შორის, როცა ბოლოს ერთმანეთს შევხვდით, აზრები გავცვალეთ და კარგად ვილაპარაკეთ. ორივენი ვაღიარებთ ერთმანეთის წარმატებებს.
მე არ განვეკუთვნები მისი ახლო მეგობრების რიცხვს. ორივეს საკუთარი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენს შორის ყოველთვის იქნება ურთიერთპატივისცემა“, – განაცხადა დეშამმა გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამა წლის იანვარში დეშამმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს თავის პოსტს. ფრანგული პრესის მონაცემებით, ზიდანი ძირითადი კანდიდატია საფრანგეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.