დიდიე დეშამმა ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მომავალ მწვრთნელად დაასახელა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი ძირითად კანდიდატად დაასახელა.
უფრო ადრე დეშამმა განაცხადა, რომ დატოვებს თავის პოსტს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ბოლოს 2023 წელს ვნახე და ზაფხულში ისევ შევხვდები მას.
ზიზუ შესანიშნავი კანდიდატია, ბუნებრივი და მოსალოდნელი. მაგრამ არ ვიცი, მოინდომებს თუ არა ამას“, – განუცხადა დეშამმა გაზეთ L’Equipe-ს.