დიდიე დეშამმა, შესაძლოა, ქარიმ ბენზემა ევრო 2020-ზე წაიყვანოს - ფორვარდს საფრანგეთის ნაკრებში ექვსი წელია არ უთამაშია #1TVSPORT
დიდიე დეშამმა, შესაძლოა, ქარიმ ბენზემა ევრო 2020-ზე წაიყვანოს - ფორვარდს საფრანგეთის ნაკრებში ექვსი წელია არ უთამაშია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშოს.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ბოლო დღეებში განიხილავს 33 წლის ფეხბურთელის საბოლოო განაცხადში შეყვანას.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას თითქმის ექვსი წელია აღარ იძახებენ ნაკრებში ცნობილი სკანდალის გამო, რომელიც ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟს შეეხებოდა. ფორვარდმა ბოლო მატჩი ნაკრებში 2015 წლის ოქტომბერში ჩაატარა.

ეროვნულ გუნდში ბენზემას 81 მატჩი, 27 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.