დიდიე დეშამმა საუდის არაბეთის ნაკრებისგან შეთავაზება მიიღო #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა წინადადება მიიღო საუდის არაბეთის ნაკრებისგან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ ამ გუნდში კარიერის გაგრძელებაზე.
Sky Sports-ის ინფორმაციით, არაბი შეიხები 56 წლის ფრანგში ხედავენ მთავარ კანდიდატს თავიანთი ეროვნული ნაკრებისთვის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დეშამმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ 2026 წლის ზაფხულში დატოვებს საფრანგეთის ნაკრებს.
იტყობინებიან, რომ წინადადების ინიციატორი გახდა საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დიდ ინვესტიციებს დებს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის.
დიდიე დეშამი 2012 წლიდან ავარჯიშებს საფრანგეთის ნაკრებს.