დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა
დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. 23-კაციან განაცხადში შევიდა 9 ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატიდან და 14 ლეგიონერი.

დიდიე დეშამის გუნდი რუსეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები – ალფონს არეოლა (პსჟ), უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”);

მცველები – ლუკას ერნანდესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ბენჟამენ მენდი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბენჟამენ პავარი (“შტუტგარტი“, გერმანია), ადილ რამი (“მარსელი”), ჯიბრილ სიდიბე (“მონაკო”), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი);

ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (“იუვენტუსი”, იტალია), სტივენ ნ’ზონზი (“სევილია”, ესპანეთი), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), კორენტენ ტოლისო (“ბაიერნი”, გერმანია);

ფორვარდები – უსმან დემბელი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ოლივიე ჟირუ (“ჩელსი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტომა ლემარი (“მონაკო”), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორიან ტოვენი (“მარსელი”).

საბოლოო განაცხადში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი ვერ მოხვდა – რაბიო, ბენ იედერი, კომანი, ლაკაზეტი, მარსიალი და სხვები. ისინი სათადარიგოთა სიაში არიან შეყვანილები და ძირითადებს ტრავმის შემთხვევაში შეცვლიან.