დიდიე დეშამმა მარტის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის განაცხადი გამოაქვეყნა. ფრანგები 26 და 29 მარტს ბრაზილიასა და კოლუმბიას შეხვდებიან.
მეკარეები – ლუკა შევალიე (პსჟ), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (რენი);
მცველები – ლუკა დინი (ასტონ ვილა, ინგლისი), მალო გუსტო (ჩელსი, ინგლისი), ლუკას ფერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), პიერ კალულუ (იუვენტუსი, იტალია), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიოტ უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);
ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა, ორელიენ ჩუამენი (ორივე – რეალი, ესპანეთი), ნ’გოლო კანტე (ფენრბახჩე, თურქეთი), კუადიო კონე (რომა, იტალია), ადრიენ რაბიო (მილანი, იტალია), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ);
თავდამსხმელები – მაგნეს აკლიუში (მონაკო), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), უსმან დემბელე, დეზირე დუე (ორივე – პსჟ, საფრანგეთი), უგო ეკიტიკე (ლივერპული, ინგლისი), რანდალ კოლო მუანი (ტოტენჰემი, ინგლისი), კილიან მბაპე (რეალი, ესპანეთი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია).