დიდიე დეშამმა ჟურნალისტებს სთხოვა - მსოფლიო ჩემპიონატის დროს მხოლოდ ფეხბურთზე წერონ #1TVSPORT
დიდიე დეშამმა ჟურნალისტებს სთხოვა - მსოფლიო ჩემპიონატის დროს მხოლოდ ფეხბურთზე წერონ #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ საკუთარ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

ფრანგ სპეციალისტს ჰკითხეს – შეიძლება თუ არ გუნდის გამოსვლაზე იმოქმედოს ბოლოდროინდელმა ატმოსფერომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებში.

„ჩვენ არ ვირჩევთ ატმოსფეროს. თავად თქვენ, პრესის წარმომადგენლები იღებთ ამაში აქტიურ მონაწილეობას – როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვალსაზრისით. ასე იყო ყოველთვის, ჩემი სათამაშო კარიერის დროსაც კი. ხანდახან მშვიდობა იყო, ხან ხდებოდა ისტორიები… მთავარია, რომ გუნდის შიგნით მშვიდობა და სიმშვიდე იყოს, მაგრამ თუ მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთზე ილაპარაკებთ და დაწერთ, ჩვენ ამას ძალიან დავაფასებთ“, – განაცხადა დეშამმა.