დიდიე დეშამმა 2026 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი საფრანგეთის ნაკრებთან #1TVSPORT
დიდიე დეშამმა 2026 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი საფრანგეთის ნაკრებთან #1TVSPORT

დიდიე დეშამი გააგრძელებს მუშაობას საფრანგეთის ნაკრებში.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. განახლებული ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი და 2021 წლის ერთა ლიგა, აგრეთვე ითამაშა ევრო 2016-სა და მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალებში.

სულ დეშამის მწვრთნელობისას საფრანგეთის ნაკრებმა 139 მატჩი ჩაატარა, 89 მოიგო და წააგო.