დიდიე დეშამი - საფრანგეთის ნაკრების ხუთი ფებურთელი არ შეესაბამებოდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის დონეს #1TVSPORT
დიდიე დეშამი - საფრანგეთის ნაკრების ხუთი ფებურთელი არ შეესაბამებოდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის დონეს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდის ზოგიერთი ფებურთელი არ შეესაბამებოდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის დონეს.

„ძალიან მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა ის, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი. ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო 4-5 ფეხბურთელი, რომლებიც არასაკმარისად იყვნენ მზად ფიზიკურად. ასევე იყო ემოციური მომენტი, რადგან ზოგიერთისთვის ეს ფინალი პირველი იყო.

11-დან ხუთმა ფებურთელმა, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდნენ, დასახულ ამოცანას თავი ვერ გაართვეს. ისინი არ შეესაბამებოდნენ ფინალის დონეს“, – მოჰყავს დეშამის სიტყვები გამოცემა RMC Sport-ს.