დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა #1TVSPORT
დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში შვედეთის წინააღმდეგ გუნდს ის უხელმძღვანელებს.
დეშამმა დედის გარდაცვალების გამო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ ნაკრების საწვრთნელი ბანაკი დატოვა. ნორვეგიასთან მოგებულ შეხვედრაში „სამფეროვნებს“ მისი ასისტენტი გაი სტეფანი უძღვებოდა.
„ვაგრძელებ მუშაობას. ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში გუნდში ყველამ კარგად შეასრულა თავისი საქმე. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო“, – აღნიშნა დეშამმა.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრა საფრანგეთსა და შვედეთს შორის პირველ ივლისს ჩატარდება.