დიდიე დეშამი „რეალის“ მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება #1TVSPORT

18:12, 10.04.2026

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მადრიდის „რეალის“ დამრიგებლის პოსტზე პრეტენდენტთა სიაში მოხვდა, – დაწერა ინტერნეტგამოცემა RMC Sport-მა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დეშამი დატოვებს საფრანგეთის ნაკრებს და მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს.

აღნიშნავენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალიდან სავარაუდო გამოვარდნა დააჩქარებს მადრიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოას შემცვლელის ძიების პროცესს. „რეალმა“ მეოთხედფინალის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო „ბაიერნთან“.

ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში „რეალი“ მეორე ადგილზეა და შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“.

მსგავსი