დიდიე დეშამი – პარაგვაი წარმატების მისაღწევად ყველაფერს კადრულობდა #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა პარაგვაის წინააღმდეგ მოპოვებული მძიმე გამარჯვების (1:0) და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთამერიკელთა გადამეტებულ უხეშობაზე გაამახვილა.
„ეს ადვილი არ ყოფილა. მატჩის მიწურულს ერთ-ერთი შანსი რომ გამოგვეყენებინა, გამარჯვების მოპოვება გაცილებით გაგვიადვილდებოდა. პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელები მოგებისთვის ყველაფერს კადრულობდნენ. ეს არ არის ისეთი ფეხბურთი, რომელიც მაყურებელს მოსწონს, თუმცა ჩვენ კონცენტრაცია შევინარჩუნეთ, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
პარაგვაი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და თავს ძალიან კარგად იცავდა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. სამხრეთამერიკელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ამ გამოწვევას თავი შესანიშნავად გაართვეს. ჩვენ მეოთხედფინალში გავედით და ამ მიღწევით უნდა ვისიამოვნოთ“, – განაცხადა დეშამმა.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის მეტოქე მუნდიალის მეოთხედფინალში მაროკო იქნება, რომელმაც კანადა დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.