დიდიე დეშამი - მესი საუკეთესოა ისტორიაში? ასე არგენტინელები ლაპარაკობენ #1TVSPORT
დიდიე დეშამი - მესი საუკეთესოა ისტორიაში? ასე არგენტინელები ლაპარაკობენ #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, მიაჩნია თუ არა არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად.

„მესი – საუკეთესო ისტორიაში? ასე არგენტინელები ამბობენ. ამაში არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ რთულია იმის თქმა, რომ მესი უკეთესია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო ან კილიან მბაპე, რომელიც ჯერ ისევ ახალგაზრდაა. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში“, – განუცხადა ტელეკომპანია ESPN-ს დეშამმა.

ორშაბათს 36 წლის მესი კარიერაში მერვედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი.