დიდიე დეშამი - გრიზმანი უკმაყოფილოა "ბარსელონაში“ თავისი მდგომარეობით
დიდიე დეშამი - გრიზმანი უკმაყოფილოა "ბარსელონაში“ თავისი მდგომარეობით

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა შეშფოთება გამოთქვა „ბარსელონაში“ ანტუან გრიზმანის მდგომარეობით.

„ხშირად ველაპარაკები გრიზმანს. დარწმუნებული ვარ, დღეს ის უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით „ბარსელონაში“. თუმცა, მე არ ვერევი ჩვენი ფეხბურთელების საკლუბო საქმეებში.

გრიზმანი დღეისთვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და არ მესმის ის ფაქტი, რომ მას არ იყენებენ უფრო ცენტრალურ პოზიციაზე“, – თქვა დეშამმა.

გასულ სეზონში 29 წლის ფრანგმა „ბარსელონაში“ 48 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.