დიდიე დეშამი – ეროვნულ გუნდში ჩემს შემცვლელს, ზიდანს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი ინგლისთან 4:6 დამარცხდა.
„თამაშისთვის მზად ვიყავით, თუმცა უცნაური დღე გამოვიდა. ბრინჯაოს მედლების მოპოვება სასურველი შედეგი იქნებოდა, თუმცა საშინლად ჩატარებული პირველი ნახევრის გამო ეს შანსი დავკარგეთ, რამაც გული დამწყვიტა. მიუხედავად ამისა, დიდი ძალისხმევითა და თავდადებით თითქმის შეუძლებელი შევძელით. მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა საფრანგეთის ნაკრების ნამდვილი სახე და ის, თუ რისი პოტენციალი გვქონდა ამ მუნდიალზე – ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და კილიანის ლიდერობით ბევრი გოლის გატანა.
ნაკრებს უდიდესი პერსპექტივა აქვს, რადგან დაკომპლექტებულია საოცარი მოთამაშეებით. ეს გამოცდილება მათ კიდევ უფრო გაზრდის. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საფრანგეთმა მსოფლიო ელიტაში უმაღლესი ადგილი შეინარჩუნოს. ეროვნულ გუნდსა და ჩემს შემცვლელს, ზიდანს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: დღეიდან საფრანგეთის ნაკრების რიგითი ქომაგი ვიქნები“, – ამბობს დეშამი.