დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ პოგბა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ პოგბა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს ეჭვი არ ეპარება, რომ ნახევარმცველი პოლ პოგბა შეძლებს ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშს.

„ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან საჭირო მოთამაშეებზე. ორი წამყვანი ფეხბურთელი მოედნის ცენტრში, პოგბა და კანტე, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ლიდერები არიან.

რა თქმა უნდა, პოგბასთან კონტაქტში ვარ. მისი მონაწილეობა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ეჭვს არ იწვევს. რომ გაიგოთ, იქნება თუ არა ის გამოძახებული ნაკრებში, უნდა დაელოდოთ საბოლოო სიას. ეს ეხება ყველა ფეხბურთელს“, – განაცხადა დეშამმა.

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ამჟამად ტრავმირებულია. ფეხბურთელმა უარი თქვა ქირურგიულ ჩარევაზე, რადგან შიშობდა, რომ ვერ მოასწრებდა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აღდგენას.