დიდიე დეშამი - ჩემს ადგილას ზიდანი მოვა
დიდიე დეშამი - ჩემს ადგილას ზიდანი მოვა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება დაიკავოს მისი ადგილი ეროვნულ გუნდში.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მწვრთნელი იქნება ზიდანი. ის მთავარი კანდიდატია ამ პოსტზე. მე ვერ ვიქნები ნაკრების მუდმივი მწვრთნელი. ჩემს ადგილას აუცილებლად მოვა ზიზუ“, – განაცხადა დეშამმა „ლე მონდთან“ ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ, დიდიე დეშამმა 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან.

დღეისთვის, ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელია.