დიდიე დეშამი ბენზემას ტრავმაზე - დრამატული არაფერია #1TVSPORT
დიდიე დეშამი ბენზემას ტრავმაზე - დრამატული არაფერია #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა ფორვარდ ქარიმ ბენზემას ტრავმაზე. „რეალის“ ფეხბურთელმა დაზიანება ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.

„ცხოვრებაში არსებობს სამწუხარო ამბები. ჩვენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გვყავს. ექიმები გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა. არ ვაპირებთ ყოველდღე შევეკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ არის ბენზემა?“ სიტუაცია ყოველდღიურად გაუმჯობესდება. დღეისთვის ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. არსებობს გაურკვევლობა, თუმცა, არაფერი დრამატული არ ხდება“, – მოჰყავს დეშამის სიტყვები RMC Sport-ს.

ბენზემამ მოედანი 41-ე წუთზე დატოვა. მან ტრავმა ბარძაყის არეში ძლიერი დარტყმის შემდეგ მიიღო. ეს იყო ფორვარდის მეორე მატჩი ნაკრებში დაბრუნების შემდეგ.

საფრანგეთმა ბულგარეთს 3:0 მოუგო. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ბენზემას ნაცვლად მოედანზე შესულმა ოლივიე ჟირუმ. კიდევ ერთი გოლი ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა.