„დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი ჩოგბურთს უბრუნდება
„დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი ჩოგბურთს უბრუნდება

წყვილებსა და მიქსტში „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა, წყვილთა თანრიგში მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ინდოელმა სანია მირზამ 2020 წლიდან კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა. ის უკრაინელ ნადეჟდა კიჩენოკთან ერთად აპირებს ჰობარტის ტურნირზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშოს.

სანიას პროფესიულ ტურში 2017 წლის შემოდგომის შემდეგ არ უთამაშია. 2018 წლის ოქტომბერში, ინდოელი ჩოგბურთელი დედა გახდა.

33 წლის ჩოგბურთელს წყვილებში „დიდი სლემის“ ყველა ტურნირში გაუმარჯვია როლან გაროსის გარდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ის 2015 წელის 13 აპრილს გახდა.