დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთზე გავლენის მოხდენის გზები განიხილეს
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთზე გავლენის მოხდენის გზები განიხილეს

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირას რუსეთზე გავლენის მოხდენის გზები განიხილეს სირიასა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით მოსკოვის როლის გამო.

ამ მოვლენებმა რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ერთად, ბოლო დროს განსაკუთრებით გაამწვავა მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან.

ეს მოკავშირეების პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ერთობლივად 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს სირიაში მდებარე ქიმიური იარაღის საწარმოებზე. მათ ამ ქმედებას წინ 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმა უძღოდა.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები ორშაბათს საღამოს დასრულდება. ეს შეხვედრა წინ უძღვის ივნისში კანადაში დაგეგმილ სამიტს, სადაც დიდი შვიდეულის ლიდერები შეიკრიბებიან.

დიდი შვიდეული ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და იაპონიას აერთიანებს.