„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა სავალუტო ფონდის ​აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი შესაძლოა, პანდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს გადაუნაწილონ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა სავალუტო ფონდის ​აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი შესაძლოა, პანდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს გადაუნაწილონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ​აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნებს გადაუნაწილონ, რომლებიც პანდემიისგან დაზარალდნენ.

აღნიშნული საკითხი „დიდი შვიდეულის“ სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები აქტიურად განიხილავენ გლობალური ეკონომიკის აღდგენის და პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის სპეციალური შეღავათების უფლებების (SDRs) სახსრების გამოყოფის საკითხებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, აღნიშნული სახსრები ჯანდაცვის სფეროს საჭიროებებს დააკმაყოფილებს, მათ შორის, ვაქცინაციის პროცესს.

სპეციალური შეღავათების უფლებები (SDRs) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სარეზერვო აქტივია და მათი გაცვლა შესაძლებელია დოლარზე, ევროზე, გირვანქა სტერლინგზე, იენზე ან ჩინურ იუანზე. წევრ სახელმწიფოებს საკუთარი SDR რეზერვები შეუძლიათ, სხვა ქვეყნებს ასესხონ ან დახმარების სახით გადასცენ.

დატოვე კომენტარი