დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის საზღვართან არსებული მდგომარეობით შეშფოთებულები არიან და რუსეთს მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები. ამის შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე ჯარების მასშტაბური გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს და სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაუყონებლივ შეამციროს დაძაბულობა“, – ნათქვამია დიდი შვიდეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.