დიდი სენსაცია ნიუ იორკში - ენტონი ჯოშუამ მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით წააგო
დიდი სენსაცია ნიუ იორკში - ენტონი ჯოშუამ მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით წააგო

უდიდესი სენსაციით დასრულდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ბრიტანელ ენტონი ჯოშუასა და მექსიკური წარმოშობის ამერიკელ ენდი რუისის ორთაბრძოლა. შეხვედრა ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ იმართებოდა.

პირველ რაუნდში მოკრივეები ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ბრიტანელმა რამდენჯერმე სცადა ამერიკელის შემხვედრი დარტყმით დაჭერა, მაგრამ ვერაფერი დააკლო.

მესამე რაუნდში ორივე მოკრივე აღმოჩნდა ნოკდაუნში – ჯერ რუისი, შემდეგ ჯოშუა, თანაც ორჯერ.
მეხუთე რაუნდში ჩემპიონმა ზუსტად მოახვედრა მიზანში, მაგრამ რუისმა თავიდან აიცილა ნოკდაუნი. ამის შემდეგ კი მეშვიდე სამწუთეულში ჯოშუამ კიდევ ორი ნოკდაუნი გადაიტანა. ბრიტანელს თითქოს უნდოდა ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ რეფერიმ სხვანაირად გადაწყვიტა.

რუისმა ნოკაუტით გაიმარჯვა და ჯოშუას WBO-ს, WBC-სა და IBF-ის ტიტულები წაართვა.

29 წლის ჯოშუამ პირველად წააგო კარიერში. მანამდე მას 22-დან 22 მოგება ჰქონდა. რუისს 33 მოგება და ერთი წაგება აქვს პროფესიულ რინგზე.