დიდი სენსაცია ჰოკეიში, გერმანიამ შვედეთს მოუგო
დიდი სენსაცია ჰოკეიში, გერმანიამ შვედეთს მოუგო

პიონჩანგში მამაკაცთა ჰოკეის ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა. უდიდესი სენსაცია მოხდა შვედეთისა და გერმანიის წყვილში. შვედებმა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდნენ, ოვერტაიმში წააგეს, რითაც გაიმეორეს 2002 წლის ოლიმპიადის ისტორია. მაშინაც, “ტრე კრუნურს” საჩემპიონო გუნდი ჰყავდა ჩაყვანილი სოლტ-ლეიკ-სიტიში, მაგრამ მეოთხედფინალი ბელარუსის ნაკრებთან წააგო, რაც შეფასებულია ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად.

23 თებერვალს გაიმართება ნახევარფინალები:
11 საათსა და 40 წუთზე – ჩეხეთი-ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან
16 საათსა და 10 წუთზე – კანადა-გერმანია

კაცები. 1/4 ფინალი
ჩეხეთი-აშშ 3:2 (ბ) (1:1, 1:1, 0:0, 0:0, 1:0)
გოლები: 0:1 დონატო-5 (ტერი-5), 1:1 კოლარჟი-1 (კოვარჟი-2), 2:1 კუნდრატეკი-1 (რუჟიჩკა-1, მოზიკი-1), 2:2 სლეიტერი-1 (ო`ნილი-3).
ბულიტები გაიტანეს: კოუკალი (ჩეხეთი).

რუსეთი-ნორვეგია 6:1 (3:0, 2:1, 1:0)
გოლები: 1:0 გრიგორენკო-1 (კაბლუკოვი-1, ტელეგინი-1), 2:0 გუსევი-1 (მოზიაკინი-3, დაციუკი-3), 3:0 ვოინოვი-1 (გუსევი-5, კაპრიზოვი-1), 3:1 ბონსაქსენი-2 (მ. ოლიმბი-1, კ-ა. ოლიმბი-2), 4:1 კალინინი-1 (კოვალჩუკი-2, ვოინოვი-3), 5:1 ნესტეროვი-1 (გუსევი-6, დაციუკი-4), 6:1 ტელეგინი-1 (გრიგორენკო-2, კაბლუკოვი-2).

კანადა-ფინეთი 1:0 (0:0, 0:0, 1:0)
გოლი: 1:0 ნორო-2 (ო`დელი-1).

შვედეთი-გერმანია 3:4 (ო) (0:2, 0:0, 3:1, 0:1)
გოლები: 0:1 ერჰოფი-1 (ჰაგერი-2, შიუტცი-1), 0:2 ნებელსი-1 (კინკი-1), 1:2 ლანდერი-3 (დალინი-1, უმარკი-6), 1:3 კაჰუნი-1 (მაიერი-2), 2:3 ჰერსლი-1 (უმარკი-7, ვიკსტრანდი-1), 3:3 ვიკსტრანდი-2 (ზარიქსონი-2), 3:4 რაიმერი-1 (ელიცი-1, ბოილი-1).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე