„დიდი ოცეულის“ სამიტზე 2022 წლის შუა პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის 70%-ის ვაქცინირების მიზანს მხარი დაუჭირეს
„დიდი ოცეულის“ სამიტზე 2022 წლის შუა პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის 70%-ის ვაქცინირების მიზანს მხარი დაუჭირეს

იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა უკვე 2022 წლის შუა პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის 70%-ის ვაქცინირების მიზანს მხარი დაუჭირეს.

G20-ის ფარგლებში ქვეყნების ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს კომუნიკე, სადაც საუბარია ახალი პანელის ჩამოყალიბებაზე მომავალი პოტენციური პანდემიების პირობებში გლობალური რეაგირების გაუმჯობესებაზე.

კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ „დიდი ოცეული“ მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა მიაღწიოს გლობალურ მიზანს, მოხდეს მსოფლიო მოსახლეობის სულ მცირე 40%-ის ვაქცინირება 2021 წლის ბოლოსთვის.