დიდი ოცეულის ლიდერებმა ავღანეთის საკითხზე ვირტუალური სამიტი გამართეს

10:31, 13.10.2021

დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებმა ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით ვირტუალური სამიტი გამართეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთს ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებაში დაეხმარებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის, ინდოეთისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერები. დიდი ოცეულის ვირტუალურ სამიტში მონაწილეობა არ მიიღეს რუსეთისა და ჩინეთის პირველმა პირებმა.

„ეს იყო მულტილატერალური პასუხი ავღანეთის კრიზისზე. მულტილატერალიზმი ბრუნდება. სირთულეებით, მაგრამ ბრუნდება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „თალიბანს“ დახმარება პირდაპირი გზით არ უნდა მიეწოდოს და ქვეყანას დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით უნდა დაეხმარონ.

მსგავსი