დიდი ოცეულის ლიდერები ვიდეოკონფერენციისას გლობალურ ეკონომიკაში ხუთი ტრილიონი დოლარის ინვესტირებაზე შეთანხმდნენ
დიდი ოცეულის ლიდერები ვიდეოკონფერენციისას გლობალურ ეკონომიკაში ხუთი ტრილიონი დოლარის ინვესტირებაზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის ლიდერებმა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეოკონფერენცია გამართეს. ვირტუალური შეხვედრა, რომელიც პრესისთვის დახურული იყო, ორ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს.

ოცეულის ლიდერები შეთანხმდნენ, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, შეამცირონ კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული სოციალური და ეკონომიკური ზიანი; შეაფასონ არსებული ხარვეზები, რომლებიც მათ მზაობასთან დაკავშირებით პანდემიის წინაშე გამოვლინდა და გაზარდონ დაფინანსება ვაქცინებისა და მედიკამენტების კვლევისა და განვითარებისთვის.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გლობალურ ეკონომიკაში განახორციელონ ხუთი ტრილიონი დოლარის ინვესტირება.

დიდი ოცეულის ლიდერებმა ცენტრალური ბანკების მმართველებს მოუწოდეს, ფინანსთა მინისტრებთან ერთად, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.