დიდი ნაბიჯი ეროვნულ ლიგაში დასარჩენად - „თელავმა“ „საბურთალო“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
დიდი ნაბიჯი ეროვნულ ლიგაში დასარჩენად - „თელავმა“ „საბურთალო“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT

„თელავმა“ ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, 35-ე ტურში „საბურთალო“ 3:0 დაამარცხა და პლეი აუტის ზონას თავი დააღწია.

„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „თელავმა“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მე-10 წუთზე ანგარიში ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, ხოლო 34-ე წუთზე „საბურთალოს“ მიხეილ ბაშელეიშვილმა გაუტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „საბურთალოს“ მწვრთნელმა სამმაგი ცვლილებით შეტევების გამწვავება სცადა, მაგრამ თბილისელებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს, „თელავმა“ კი იმედა აშორტიას (72) გოლით (3:0) თამაშის ბედი გადაწყვიტა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

კახელებმა 35 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვეს, „გაგრას“ (35) გადაასწრეს და მეშვიდე ადგილზე გადავიდნენ. ამ გამარჯვებით გუნდმა პლეი აუტის ზონას თავი დააღწია, თუმცა ჯერ ეროვნულ ლიგაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

„საბურთალომ“ (51) კი ჩემპიონატიდან ევროზონაში მოხვედრის თეორიული შანსი დაკარგა, მაგრამ გუნდი საქართველოს თასის ფინალშია გასული და გამარჯვების შემთხვევაში, კონფერენსლიგაზე ითამაშებს.