დიდი ნაბიჯი ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენად - „ლოკომოტივმა“ პლეი აუტში „რუსთავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის პირველ მატჩში თბილისის „ლოკომოტივი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.
„ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგაში მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო „რუსთავმა“ ლიგა 3-ში სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ შეხვედრაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბიძინა მახარობლიძის შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, როცა „რუსთავის“ კარში მეორე გოლი გავიდა. 50-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ შესანიშნავი გადაცემით მახარობლიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან ისევ ზუსტად დაარტყა.
დუბლი ლაშა ოზბეთელაშვილმაც შეასრულა. 69-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემით გაიტანა, ხოლო 90+3-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ლოკომოტივი“ მიზნის მიღწევასთან ახლოსაა.
განმეორებით შეხვედრაში „რუსთავი“ „ლოკომოტივს“ 9 დეკემბერს, „ფოლადის“ სტადიონზე უმასპინძლებს. ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მოიპოვებს.