დიდი მომავალი აქვს - ლუკა გაგნიძე თანაგუნდელმა დაახასიათა #1TVSPORT
დიდი მომავალი აქვს - ლუკა გაგნიძე თანაგუნდელმა დაახასიათა #1TVSPORT

ეკატერინბურგის „ურალის“ დაღესტანელმა მარჯვენა მცველმა რამაზან გაჯიმურადოვმა sport24-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ლეო გოგლიჩიძესთან და ლუკა გაგნიძესთან მეგობრობაზე ისაუბრა. ქართველი თანაგუნდელები კარგად დაახასიათა.

„ვმეგობრობ მცველ გოგლიჩიძესთან და ნახევარმცველ გაგნიძესთან. ლეო შრომისმოყვარეა, კარგი სკოლა აშკარად ეტყობა. მის ბარიერის დაძლევა ადამოვზე (რუსეთის ნაკრების მცველია) ადვილი არ არის. გოგლიჩიძე „კრასნოდარიდან“ იჯარითაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენთან დარჩება. რუსეთის ჩემპიონატში ხომ კარგი მარცხენა მცველები ცოტანი არიან“, – ამბობს რამაზან გაჯიმურადოვი.

მისი თქმით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს, ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს და გაიხსენა, რომ თავიდან ის იმედგაცრუებული ჩანდა.

„გაგნიძემ ჩემს თვალწინ მოუმატა. ბიჭი 18 წლისაა და მართალი გითხრათ, როცა არ თამაშობდა, იმედგაცრუებული იყო. ელოდა, რომ ყველაფერს ლანგარზე მიართმევდნენ. ლუკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბევრჯერ მითქვამს: ირბინე, ირბინე. ართმევაც იცის და შემოქმედებითი მოთამაშეცაა, კარგი მომავალი აქვს – მოსკოვის „დინამოში“ (რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის) მშვიდად დაიმკვიდრებს ადგილს“, – ამბობს „ურალის“ ფეხბურთელი.