დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული წლებისა და ემოციებისთვის - „ლოკომოტივი“ დარცმელიას დაემშვიდობა #1TVSPORT
დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული წლებისა და ემოციებისთვის - „ლოკომოტივი“ დარცმელიას დაემშვიდობა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ ოფიციალურად დაემშვიდობა ბექა დარცმელიას, რომელიც ავსტრალიის უმაღლესი დიზვიზიონის (ა ლიგა) „ნიუ ჯეთსში“ ითამაშებს.

„79 მატჩი „ლოკომოტივის“ მაისურით, 4 გატანლი გოლი და უამრავი დადებითი ემოცია. ბექა დარცმელიამ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა და კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში, ნიუკასლ ჯეთსში გააგრძელებს. დარცი, დიდი მადლობა ლოკოში გატარებული წლებისთვის და ემოციებისთვის, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს აჩუქე“, – წერია „ლოკომოტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დარცმელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ავსტრალიის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში (ა ლიგა) ითამაშებს – თბილისის „ლოკომოტივის“ 22 წლის ნახევარმცველმა ავსტრალიურ გუნდთან კონტრაქტი 28 აგვისტოს გააფორმა და „ნიუკასლ ჯეთსში“ ჩაირიცხა, სადაც გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ბექა მიქელთაძე დახვდება.

დარცმელიამ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივში“ 21 თამაში ჩაატარა, ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და აუტსაიდერი გუნდის ნახევარმცველი ლიგაში საგოლე პასებით (4) პირველ ადგილზეა.