დიდი ინვესტიცია და სამჯერ მაღალი ჰონორარი - UFC სერიოზული კონკურენციის წინაშეა #1TVSPORT
დიდი ინვესტიცია და სამჯერ მაღალი ჰონორარი - UFC სერიოზული კონკურენციის წინაშეა #1TVSPORT

შერეულ ორთაბრძოლებში მალე ახალი ლიგა შეიქმნება, რომელიც ამ ინდუსტრიას საფუძვლიანად შეცვლის, – იუწყება კანადელი ჟურნალისტი არიელ ჰელვანი.

სპორტის ამ სახეობის ცნობილი მიმომხილველის ინფორმაციით, ახალ პრომოუშენში ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდება, მებრძოლებს კი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას გადაუხდიან.

UFC საკუთარ სპორტსმენებს შემოსავლის მხოლოდ 18 პროცენტს უხდის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, შერეული ორთაბრძოლების ახალი ლიგაში გაწევრიანებულები შემოსავლის ზუსტად ნახევარს, 50 პროცენტს მიიღებენ, რაც თითქმის სამჯერ ხელსაყრელი წინადადებაა.

ახალი პრომოუშენის შექმნის სავარაუდო პერიოდად 2023 წელი სახელდება.