დიდი გაცვლა ლიგაში – კრის პოლი „ფინიქსის“ კალათბურთელია

12:08, 17.11.2020

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე პირველი ხმაურიანი გაცვლა გუშინ განხორციელდა. „ოკლაჰომას“ უკვე ყოფილი გამთამაშებელი კრის პოლი მომდევნო რეგულარულიდანფინიქსის“ ღირსებას დაიცავს.

გაცვლის შედეგად „სანსმა“ კრის პოლი მიიღო. სანაცვლოდ კი „ოკლაჰომა“ რიკი რუბიოთი, კელი უბრეთი, ტაი ჯერომით, ჯეილენ ლეკიუთი და 2022 წლის დრაფტის პირველი რაუნდის მოთამაშით გაძლიერდა.

კრის პოლი, რომელიც 35 წლის არის, სპორტული კარიერის მანძილზე „ნიუ ორლეანსში“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ და „ჰიუსტონ როკეტსში“ ასპარეზობდა.

მსგავსი