დიდი დარტყმა საქართველოს ნაკრებისთვის - კიტეიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს
გრაცის „შტურმის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი გულდაწყვეტილია – სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებული უბრუნდება და ავსტრიის თასზე „ჰოენემსთან“ მატჩის გამართვა ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშის გარეშე მოუწევს.
„დიდი შოკი „შტურმისთვის“ – ოთარ კიტეიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში მძიმედ დაშავდა. გრაცელთა ნახცევარმცველმა ტრავმა საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩში მიიღო. ცნობილი გახდა, რომ კიტეიშვილს კუნთი გაუწდა – დიაგნოზი დადასტურებულია და ფლეიმეიკერს დასვენება და მკურნალობა ექვსი კვირის განმავლობაში მოუწევს“, – წერს გამოცემა krone.at.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა უიღბლოდ დაიწყო და მე-7 წუთზე ისე დაშავდა, შესაცვლელი გახდა. წინასწარი უსიამოვნო მოლოდინი MRI- მ დაადასტურა – ოთარს კუნთები აქვს გაწყვეტილი.
„მე ვუყურე საქართველოს ნაკრების მატჩს. ოთარი ტრავმის გამო მოედნიდან მეშვიდე წუთზე გამოვიდა. მან ტელეფონზე მითხრა, რომ შემაერთბელ კუნთებთან საშინელი ტკივილი იგრძნო. საერთოდ, ბოლო დროს, ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი სერიოზულად დაშავდა, თანაც ძალიან მოკლე დროში. ეს ძალიან სამწუხაროა“, – სინანულს არ მალავს „შტურმის“ მწვრთნელი კრისტიან ილცერი.